- Advertisement -

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა

თელავის მერის, შოთა ნარეკიშვილის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 21 500 000 ლარზე მეტს შეადგენს და 2018 წლის მსგავსად, მთავარი პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურის, სოციალური და განათლების მიმართულებები იქნება.

,,პრიორიტეტები როგორც 2018 წელს,ასევე 2019 წელს ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულება, სოციალური მიმართულება და განათლების მიმართულება, რაც მოიცავს საბავშვო ბაღებს,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, ასევე პრიორიტეტებში გვექნება კულტურა, სპორტი ახალგაზრდული მიმართულებები.ასევე მინდა გითხრათ, რომ პროექტში ჯერჯერობით არ არის ასახული ის თანხები, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება ასე ვთქვათ, რეგპროექტების სახით დაფინანსება. ჯამში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13-14 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული”,- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტში თანხები ყველა მიმართულებით გაიზრდება.

“მაგალითად ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანხები 33% ით გაიზრდება.ასევე ,როდესაც დაემატება ამ ყველაფერს რეგპროექტები,რა თქმა უნდა,თანხაც შესაბამისად გაიზრდება”, – აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას ქალაქის მერმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე დამსწრე მოქალაქეთა ნაწილმა მოითხოვა, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების შედგენის პროცესში უფრო მეტად იყოს ჩართული საზოგადოება.

Comments
Loading...