- Advertisement -

თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული

თელავის №17 საოლქო საარჩევნო კომისიაში ქალაქის მერობის სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. როგორც კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ „აიპრესს“ განუცხადა, ამ დროსთვის რებისტირებულნი არიან შემდეგი კანდიდატები: ,,ახალი საქართველოდან,, თამარ ლამაზოშვილი, ,,ლეიბორისტული პარტიიდან,, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ხოლო ,,ტრადიციონალისტებიდან,, დევი დევიძე.

"ამ დროისთვის დოკუმენტაციის ნაწილი რამდენიმე მერობის კანდიდატს აქვს შემოტანიი,ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს, შემოწმდება დოკუმენტაცია, რათა ხარვეზები თავიდან იქნას აცილებული და აღნიშნული კანდიდატების დარეგისტრირება მოხდება.

რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება.“- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გიორგი კალმახელიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დარეგისტრირების ვადა დღეს იწურება. არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Comments
Loading...