- Advertisement -

თელავის №17 საოლქო სარჩევნო კომისიაში კანდიდატების მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა

თელავის № 17 საოლქო სარჩევნო კომისიაში კანდიდატების მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გუშინ საღამოს
18: 00 საათზე ამოიწურა.

კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრაცია მერობის ხუთმა კანდიდატმა გაიარა.

,,ხუთი კანდიდატი უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. ამ ეტაპზე დანარჩენი კანდიდატების მიერ წარმოდგენლი ინფორმაცია მოწმდება, რათა ხარვეზები თავიდან იქნეს აცილებული.

კომისიას დოკუმენტაციის შემოწმება მისი წარმოდგენიდან ორი დღის ვადაში შეუძლია.,,- განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გიორგი კალმახელიძემ.

Comments
Loading...