- Advertisement -

თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დაიწყება

საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიამ ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ქალაქის მოსახლეობას რამდენიმე წელია სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

პროექტი ითვალისწინებს 6 ახალი ჭაბურღილის მშენებლობასა და 5 არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. ასევე, დაგეგმილია 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა.
საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ,,ურბანული სერვისების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ ფარგლებში აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
 

Comments
Loading...