- Advertisement -

თელავი, ახალ წელს 10 მეტრიანი, 16 ათასი ლარის ღირებულების, ნაძვის ხით შეხვდება

ახალ წელს თელავი ახალი, 10 მეტრიანი ნაძვის ხით შეხვდება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს 16 ათასი ლარი დაუჯდა

ინფორმაცია “აიპრესს” თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა დაუდასტურა. ფიქრია ყუშიტაშვილის თქმით, გასულ წელს თელავის ცენტრალურ მოედანზე მდგარი ნაძვის ხე ძლიერმა ქარმა იმდენად დააზიანა, რომ მისი ახლით ჩანაცვლება გახდა საჭირო.

“ახალ წელს აუცილებლად შევხვდებით ახალი, 10 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხით,რომლის დიამეტრი 4 მეტრია. ახალი ნაძვის ხის შეძენა აუცილებელი იქიდან გამომდინარე გახდა, რომ 11იანვარს ძლიერმა ქარმა თელავის თეატრთან მდგარი ნაძვის ხე გადმოაგდო და გამოუსადეგარი გახადა. ნაძვის ხის შესაძენად 16 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია. ბუნებრივია, ახალ ნაძვის ხეს,ახალი განათება და მორთულობა დაჭირდება. რაც შეეხება ქალაქის ცენტრალური ქუჩების გარე განათებას, მოირთვება ცენტრალური ქუჩები.იმედია ამინდი ხელს შეგვიწყობს და ვფიქრობთ, რომ თელავი საახალწლოდ დაახლოებით 25 დეკემბრისთვის უკვე განათებული იყოს”, – განუცხადა “აიპრესს” ყუშიტაშვილმა.

Comments
Loading...