თელავსა და გურჯაანში საბავშვო ბაღები 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება თელავითელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 ნოემბერი, 2021 10 კოვიდ- 19-ის ყოველდღიური შემთხვევებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სააღმზრდელო დაწესებულებები ოქტომბრის ბოლოსათვის დაიკეტა. 1 დეკემბრამდე ვერ გაიხსნება საბავშვო ბაღები თელავის მუნიციპალიტეტშიც. ცალკეული ჯგუფები და ბაღებია დაკეტილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სპეციალისტების განმარტებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა, აუცრელი ოჯახის წევრებისა და პედაგოგებისგან დაინფიცირდა.