თელავში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა თელავი დამატების თარიღი 30 იანვარი, 2018 248 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირთან ავტოსაგზაო შეემთხევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთამანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ოპელისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. დაშავებულები საწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსები ინფორმაციით, პაციენტებს მკურნალობა უკვე ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.