- Advertisement -

თელავში გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა თელავში გვიან ღამით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, შედეგად 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაცივალა.სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრი, მამა და შვილი მძიმე დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანეს. 

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. ექიმების თქმითვე, ერთი დაშავებული გულმკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალულობს, მეორე ახალგაზდა კი თავის ტრამვებთ ნეიროქირუგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...