- Advertisement -

თელავში, დამლოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ

საქართველოს დამლოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ თელავშიც. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან გამოიფინა სამხედრო ტექნიკა. 

კახეთის გუბერნატორმა და თელავის მერმა ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 1918 წლის 26 მაისი არის ერთგვარად საქართველოს წინსვლისა და განვითარების ათვლის თარილი. წელს ორმაგად არის აღსანიშნი ეს დღე, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავს ვზეიმობთ. თითოეულ ქართველს ვულოცავ დღევანდელ დღეს." – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დღის განმვლობაში დაგეგმილია სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

საღამოს 8 საათზე კი გალა კონცერტი დაიწყება , რომელსაც გრანდიოზული ფოერვერკი დაასრულებს.

Comments
Loading...