თელავში დასაქმების ფორუმი ჩატარდა ipressთელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 7 დეკემბერი, 2018 76 სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა 30-ზე მეტმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო. ფორუმზე დამსაქმებლებმა შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს. დაინტერესბულ პირებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია თავისუფალი სამუშაო ადგილების მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროების შესახებ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით 2018 წლის მანძილზე საქართველოში უკვე მე-12 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, დასაქმების ფორუმის მიზანია ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება. მიმდინარე წელს პირველი ნოემბრის მონაცემებით უკვე დასაქმდა 1600-ზე მეტი ადამიანი მათ შორის 84 შეზღუდული შესაძლებლობის პირი. დასაქმების ფორუმითელავი