- Advertisement -

თელავში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ადგილობრივებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყეს. ღონისძიების მონაწილეებმა მსვლელობა მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან დაიწყეს, ხოლო მოგვიანებით ერეკლე მეორის სასახლის კომპლექსში გადაინაცვლეს.

ისტორიული მუზეუმის ღია ამფითეატრში ფოლკლორული კონცერტიც გაიმართა,რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა ვოკალურმა, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და მუსიკალურმა სტუდიებმა მიიღეს.

Comments
Loading...