- Advertisement -

თელავში მდებარე “ბატონის ციხე” დამთვალიერებელს 18 მაისიდან უმაპინძლებს

თელავში მდებარე ბატონის ციხე დამთვალიერებელს 18 მაისიდან უმაპინძლებს",- ამის შესახებ "აიპრესს" მუზეუმის დირექტორმა განუცხადა. გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, 2016 წელს დაწყებული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა.

"ამ ეტაპზე მუზეუმში უნიკალური ექსპონატების განთავსება მიმდინარეობს. შენობა თანამედროვე სტანდარდებით აშენდა, რომელიც სამსართულიანია. აქ სხვა უძველეს ნამუშევრებთან ერთად განთავსდება ქეთევან იაშვილის კოლექციაც. იქნება როგორც ღია, ასევე დახურული კაფეები, ვერანდა და ამფითეატრი. შენობის გარე ფასადი გამორჩეულია და ის ქართული თიხისგან არის მოპირკეთებული",- განაცხადა ურჩუხიშვილმა.

პროექტის საერთო ღირებულება 7 მილიონამდე ლარია.

Comments
Loading...