- Advertisement -

თელავში “მერობის კანდიდატად” ცხვარი წარადგინეს

 

თელავის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა "მერობის კანდიდატად" ცხვარი წარადგინეს.

მათი განცხადებით, ქალაქში თვითმმართველობა არ არსებობს და კიდევ დიდხანს არ იარსებეს, რადგან ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს.

აქტივისტებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გაპროტესტეს თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება.

ორგანიზატორები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას სამომავლოდაც აანონსებენ და მოითხოვენ, რომ ქალაქ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი აღუდგეს.

Comments
Loading...