- Advertisement -

თელავში “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატები მოსახლეობას არჩევნებზე მსივლისკენ მოუწოდებენ

საკუთარი არჩევანი მოქალაქეების პარალელურად დააფიქსირეს თელავის მერობის კანდიდატებმა, ,,ქართული ოცნებიდან,, შოთა ნარეკლიშვილმა და ,,ნაციონალური მოძრაობიდან,, გიორგი ბოტკოველმა.

მერობის კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და საზოგადოებას საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდეს.

თელავში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება არასამთავრობო სექტორი. უბნებზე იმყოფებოდა ეუთოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დარღვევები არ დაფიქსირებულა.

,,ვიყავით რამდენიმე უბანზე, ჯერჯერობით დარღვევები არ დაგვიფიქსირებია, მთელი დღის განმავლობაში დავაკვირდებით პროცესს და დეტალური ინფორმაცია მედიისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.,, – განაცხადა ეუთოს დამკვირვებელმა, ობრი ფრანსის მენარნდტმა.

Comments
Loading...