- Advertisement -

თელავში, პოლიციის შეურაცხყოფისთვის დაკავებული პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

თელავში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ახალგაზრდა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თამარ კაპანაძემ ამის მიზეზად დღეს ჩანიშნული რამდენიმე პროცესი დაასახელა. ასევე ისიც, რომ ადმინისტაცული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი დროით პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია. 

მორიგი სასამართლო პროცესი 30 მარტს გაიმართება.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მანქანა გააჩერეს, რა დროსაც მძღოლმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეკიპაჟმა მძღოლს განუმარტა, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული

Comments
Loading...