- Advertisement -

თელავში, რამდენიმე ლოკაციაზე გამწვანების ზონების მოწყობა კვირის ბოლოდან დაიწყება

ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" თელავის მუნიციპალიტეტის მერმა მიაწოდა. 

შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით,ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, გამწვანების ზონებში 2500-3000 ძირი ყვავილი დაირგვება.

"ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გამწვანების ზონების გალამაზება ამ კვირის ბოლოდან დაიწყება. ცენტალურ მოედანზე, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ, ასევე ბაზართან და სოფელ ვარდისუბნის წრესთან მოწყობილ მწვანე ზონებში დაახლოებით 3 000-მდე ძირი ყვავილი დაირგვება. ამისათვის თანხა უკვე გამოყოფილია და როგორც აღვნიშნე, სამუშაოები კვირის ბოლოდან დაიწყება.“ – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ნარეკლიშვილმა .

Comments
Loading...