- Advertisement -

თელავში საახალწლო კონცერტისთვის ემზადებიან

საახალწლო გალა-კონცერტისთვის მზადება მიმდინარეობს თელავის ცენტრალურ მოედანზე. ამ წუთებში თელავის თეატრის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. გალა-კონცერტში, რომელიც საღამოს 9 საათზე დაკწყება, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე და სხვ.

''წელს სცენა თეატრის წინ დამონტაჟდება, რადგან მოხდა შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი, საღამოს 9დან კი ველით ყველა თელაველს და თელავის სტუმარს არაჩვეულებრივ კონცერტრზე, რომელსაც ღამის 12 საათზე საზეიმო ფოიერვერკი დაასრულებს.'' – განაცხადა ''აიპრესთან'' საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა. 
თელავს მერიას საახალწლო განათებისა და ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან 33 500 ლარი აქვს გამოყოფილი.

Comments
Loading...