- Advertisement -

თელავში სამაჩაბლოდან ჩამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

თელავში, ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობაში მცხოვრებ სამაჩაბლოდან ჩამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.ამის შესახებ დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა.

სამსართულიან შენობაში, სადაც 26 ოჯახი ცხოვრობს აზომვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნისა და განხილვის შემდეგ დევნილებს საკუთრების დამადასტრუებელი დოკუმენტი გადაეცემათ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრებ 1500 ზე მეტ ოჯახს კერძო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი უკვე დაურეგისტრირდა.

Comments
Loading...