- Advertisement -

თელავში სამოქალაქო აქტივისტები კარავთან მომხდარ ინციდენტის გამოძიებას ითხოვენ

თელავის პროკურატურასთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და მოითხოვეს ინციდენტის გამოძიება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თელავის ცენტრში განთავსებულ კარავთან მოხდა. საქმე ეხება საპროტესტო კარვისთვის ავტომობილის შეჯახების ფაქტს. აქციის მონაწილეები პროკურორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ამ წუთებში შეხვედრაზე მხოლოდ ორი აქტივისტი იმყოფება.

 

სურვილის მიუხედავად შეხევედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას. მისი თქმით, დეტალურად გაეცნობა პროკურატურის მუშაობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

შეხვედრის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობის წინ ტუალეტის ქაღალდები დაყარეს და პროკურორს მშიშარა და მონა უწოდეს. ცნობისათვის,
მსგავსი მოთხოვნებით სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს.

Comments
Loading...