თელავში სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს თელავი დამატების თარიღი 27 თებერვალი, 2018 247 ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს და მომხარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი მოიკლა. მიზეზი შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამხდარიყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.