- Advertisement -

თელავში, სოფელ კონდოლში შვილმა მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა

მკვლელობა მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში. ადგილობრივების ინფორმაციით, შვილმა  91 წლის მოხუცი დედა ნაჯახით მოკლა. შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. მომხდარის შედეგად მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარ ფაქტშე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...