- Advertisement -

თელავში, სოფელ ლეჩურში ახალგაზრდა მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ახალგაზრდა მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩატარებული სამძებრო- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ამავე სოფელში გუშინ ღამი აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მან თანასოფლელის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Comments
Loading...