თელავში, სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოვარიის დროს 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა თელავი დამატების თარიღი 5 თებერვალი, 2018 264 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოვარიის დროს 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი bmw-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მისულ მაშველებს მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა მოუხდათ, რათა ავტომობილიდან მგზავრები გამოეყვანათ . ადგილზე სასწრაფო, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები არიან მობილიზებულნი. მედიკოსებს ორი დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ წუთებში გადაჰყავთ.