- Advertisement -

თელავში, სოფელ შალაურში საავტომობილო გზასთან მგლების მიერ დაგლეჯილი თხები იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში საავტომობილო გზის მიმდებარედ მობალახე თხები მტაცებელმა დაგლიჯა

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, თხებს სავარაუდოდ მგლები დაესხნენ თავს.

“როგორც კი დაბნელდება, ტურები ლამის სახლის კართან მოდიან და მთელი ღამე მაგათი ჩხავილი ისმის. მგელიც გვინახავს, მაგრამ დღისით და მზისით, თანაც სამანქანე გზასთან თუ პირუტყვს თავს დაესხმებოდნენ, ამას ვერ წარმოვიდგენდი, ისე კი გეტყვით, რომ საღამოს ექვსი საათის შემდეგ გარეთ ვერ გამოვდივართ, საშიშია, მგელი თუ არა იმდენი ტურა დადის, ერთად რომ დაგვესხნენ,ცოცხალი ვერ გავაღწევთ”- განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობის თქმით, მათ მტაცებლების მოკვლის უფლება არ აქვთ, გარეული ცხოველების თავდასხმები კი ყოველწლიურად მატულობს.

Comments
Loading...