თელავში, სოფელ წინანდალში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა ipressთელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 იანვარი, 2019 87 შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ,ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ ელექტროგადმაცემ ბოძს,შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. მანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ავარიადაშავებულებითელავი