- Advertisement -

თელავში ტურისტების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით მკვეთრად მომატებულია

თელავში ტურისტების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით წელს მკვეთრად მომატებულია – ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა. შოთა ნარეკლიშვილის თქმით, მაისის პირველ ნახევარში ქალაქში ტურისტების დიდი ნაკადი დაფიქსირდა, დამთვარიელებელთა უმრავლესობას კი ძირითადად უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ.

"წელს მაისის თვე გამორჩეული იყო, იმიტომ რომ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტია უკვე ქალაქში შემოსული. დამთვარიელებელთა მკვეთრ მატებას ველით მას შემდეგ, რაც ქალაქის ერთერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი ამოქმედდება, კომპლექსი ხვალ გაიხსნება საზეიმოდ, უკვე 20 მაისიდან კი დამთვარიელებელს მიიღებს.მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, კერძო სექტორს ყველანაირად შეუწყოს ხელი ტურიზმის განვითარების მიმართულებით, ჩვენ კი ჩვენის მხრივ მოვაწესრიგეთ გზები, ცენტრალური გამზირები, ინფრასტრუქტურა. ასე, რომ ქალაქი მზად არის სტუმრების მისაღებად.“ – განუცხადა "აიპრესს" შოთა ნარეკლიშვილმა.

Comments
Loading...