- Advertisement -

თელავში უძველესი ნაქალაქარი აღმოაჩინეს – ფოტოები

არქეოლოგებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებიდან სამხრეთით, ტყე-ტბა გუგულას სახელწოდების უძველესი ნაქალაქარი აღმოაჩინეს.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ნაქალაქარი შესაძლოა კახეთ-ჰერეთის სამეფოს საზღვარზე მდებარეობდეს.

ნაქალაქარი დაახლოებით 5 კილომეტრის რადიუსზეა განთავსებული.

“არქეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები თელავის მერიის დაფინანსებით დავიწყეთ. დაახლოებით რვა საუკუნეა, რაც ამ ტერიტორიაზე ფეხი არავის დაუსვამს და არ შესწავლილა. ნაქალაქარი მე-13, მე-14 საუკუნიდან უკვე წყვეტს არსებობას, რაც უნდა უკავშირდებოდეს თემურ ლენგის შემოსევებს. ვფიქრობთ,შესაძლოა სწორედ ტყე-ტბა გულგულა არის საზღვარი კახეთ-ჰერეთს შორის. ნაქალაქარი დიდი კომპლექსია, მოიცავს სადგომებს,ეკლესიებს, გალავნებს. საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ტყე-ტბა გუგლგულას თავის ნაწერებში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში მოიხსენიებდა ქართველი ისტორიკოსი,ლეონტი მროველი. ვინაიდან კომპლექსი საკმაოდ დიდია,უახლოეს მომავალში კვლავ ვგეგმავთ დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებას. მადლობა მინდა გადავუხადო თელავის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს,მათ მოადგილეებს და საკრებულოს წევრებს, რომელთა უშუალო ჩართულობით მოვახერხეთ სამუშაოების ჩატარება.” – განაცხადა “აიპრესთან” საუბრისას თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა,ვახტანგ გაგნიძემ.

თელავის მერიის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე 13 000 ლარით დაფინანსდა.

Comments
Loading...