- Advertisement -

თელავში, “ქართულმა ოცნებამ” ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები დაასახელა

"ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ თელავში კონფერენცია გამართა. ღონისძიება, რომელიც მედიისათვის დახურული იყო, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1 საათს გაგრძელდა. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი აირჩიეს.

დღესვე დასახელდნენ ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები. მანამდე კი კონფერენციის მონაწილეებმა შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს. კონფერენციას პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

Comments
Loading...