- Advertisement -

თელავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თელავში, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულეს "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯხა. "აიპრესის" ინფორამციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 16 წლის გოგო ზებარა გადასასვლელით სარგებლობდა.

შეჯახების დროს მოზარდმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარევბის ბრიგადამ გამოკვლევებისათვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Comments
Loading...