თელავში ყველა საბავშვო ბაღი დახურულია თელავისიახლეები დამატების თარიღი 1 ნოემბერი, 2021 20 კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო თელავის მუნიციპალიტეტის ოცდათორმეტივე საბავშო ბაღი დაკეტილია. -“კორონავირუსის ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ამიტომ 21 ოქტომბერს ერთი თვით დაიკეტა ბაღები. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება პირველადი ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტის, შრომის უსაფრთხოების და რა თქმა უნდა ჩვენი. ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება, კახეთი მეორე ადგილზეა შემთხვევების მატების კუთხით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ავტომატურად გაიხსნება. პირველ რიგში ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო გვინდა,”- აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა ია ლუარსაბაშვილმა. ცნობისთვის, ყველა ბაღი დაიკეტა გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც, საგარეჯოში კი ექვსმა სააღმზრდელო დაწესებულებამ დროებით შეაჩერა ფუნქციონირება.