- Advertisement -

თელავში VII-VIII საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს

თელავში VII-VIII საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ ნაგებობას მიაკვლიეს. ადგილზე დაზვერვითი სამუშაოები უკვე ჩატარადა. აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის და კერამიკის ნაკეთობები. ასევე კოშკები, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. სპეცილისტებმა გალავნის ფრაგმენტებიც აღმოაჩინეს .

ვარაუდობენ, რომ გასულ საუკუნეებში თელავში ეს ადგილი სტრატეგიულად გამორჩეული იყო და ქალაქის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, ასევე შესწავლის შედმეგ დადგინდა, რომ ტერიტორია ნახანძრალია.  

ოთხ პუნქტზე განხორციელებული არქეოლოგიური -დაზვერვითი სამუშაოებისთვის თელავის მერიამ 20 ათასი ლარი გამოყო.

Comments
Loading...