თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: ვთხოვ სახელმწიფოს, ვინც ჩემს შვილს ესროლა მისი სახე დამანახოს კახეთის მხარე დამატების თარიღი 11 იანვარი, 2018 292 რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობაში ჩავიდა "ლიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელმა მალხაზ მაჩალიკაშვილს მიუსამძიმრა და შესაბამის უწყებებს საქმის დროული გამოძიებისაკენ მოუწოდა. თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. "ჩემი თხოვნა იქნება, მე სანამ სული მიდგას, ეშმაკად მოვევლინები მაგ ადამიანს, მაინც მიწიდან ამოვთხრი. იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვუწყვიტო… მე ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს. აი ეს იქნება ჩემი თხოვნა. ოპერაციის დაგეგმვიდან ბოლო წერტილამდე იმ ოთახში, მე მოვითხოვ მაგათ ყველას დასჯას, როგორც მე, ისე მთელი პანკისის ხეობა. ამ დროისთვის გამოძიებას ნდობას ვუცხადებ, თუ არ გაამართლა ეს ნდობა, მაშინ, ალბათ, სხვანაირად მოვიქცევი", – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.