- Advertisement -

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: უკეთესი იქნება, თუ პროკურორი ხეობაში ჩამობრძანდება

სად და როდის მოხდება საქართველოს გენერალური პროკურორისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის შეხვედრა ამ დრომდე უცნობია. თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის ინფორმაციით, პროკურატურიდან პასუხს ელოდებიან. 

"ჩვენ ვისაუბრეთ პანკისის ხეობის ისლამური თემის წარმომადგენლებთან და უხუცესებთან და საერთო აზრია, რომ უკეთესი იქნება, თუ პროკურორი ხეობაში ჩამობრძანდება. დღეს საღამომდე ალბათ გაგვაგებინებენ. მაგრამ თუ კატეგორიული უარი იქნება,მაშინ გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. შეიქმნება ალბათ ჩვენიდანაც ჯგუფი, რომელიც თბილისში წავა შეხვედრაზე", – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მომხდარის გამო სუს-ის ხელმძღვანელის გადაგომას და სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა პირის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს.

Comments
Loading...