- Advertisement -

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორს დღეს შეხვდება

მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრას დათანხმდა, ამის შესახებ მედიასთან განცხადება გუშინ ღამით გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად დილითვე გაემგზავრება თბილისში, შეხვედრას დაესწრებიან ოჯახის ადვოკატებიც.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშილი 10 იანვარს საავადმყოფოსში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

Comments
Loading...