თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს სიახლეები დამატების თარიღი 13 მარტი, 2018 244 პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, გამოძიებას აღარ ენდობა და სამართლიანობის აღსადგენად აქციებს გამართავს. "ზუსტი თარიღის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია, თუ როდის დავიწყებთ აქციებს, მაგრამ სავარაუდოდ კვირის ბოლოს, ან ორშაბათს აუცილებლად. გამოძიებასთან არანაირი საქმე აღარ მაქვს მე, აქციებს თბილისში გავმართავთ და მთავარი მოთხოვნა ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯა იქნება,“- განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა.