- Advertisement -

თეონა ბერიძემ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს სამინისტროში უმასპინძლა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თეონა ბერიძემ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდა დელეგატებს უწყების საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ასამბლეის წევრებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზეინფორმაცია მიიღეს. გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა 16 დეკემბერს ბათუმში გაიხსნა. პროექტში დელეგატისსტატუსით საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდაა ჩართული.

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა დელეგატები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე სესიებსდაესწრებიან. ისინი ასევე აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურორგანიზაციებს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან.

Comments
Loading...