- Advertisement -

თეონა ბერიძე კულტურის სამსახურების უფროსებსა და კულტურის ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების უფროსებსა და კულტურის ცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების ეფექტურად განხორციელების საკითხები, ასევე, სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა კულტურული მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.

2018 წელს ევროკომიის ინიციატივითა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ევროპაში კულტურული მემკვიდრებოის წლად არის გამოცხადებული

Comments
Loading...