- Advertisement -

თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისში მანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე. თვითმხილველების განცხადებით ავტოადგურ "ოკრიბას" წინ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ტოიოტას მარკის ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, ისინი გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ.

ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

Comments
Loading...