თვითმხილველი: შიშველი ახალშობილი პოლიეთილენის პარკში იყო და ტიროდა ზუგდიდი დამატების თარიღი 25 მარტი, 2018 313 სახლის მეპატრონე ზაურ ფიფია, რომლის კართანაც დედამ შვილი მიატოვა, აცხადებს, რომ დილას მეზობლებმა დაუძახეს და უთხრეს მის ჭიშკართან პოლიეთილენის პარკიდან ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა. "მეზობლებმა დამიძახეს და მითხრეს, რომ პოლიეთილენის პარკში ბავშვი ტიროდა. მივედით და ვნახეთ, ბიჭი ტიტველი იყო და ჭიპლარი ქონდა შემოხვეული. ადიელა გადავაფარეთ და პოლიციას დავურეკეთ,"- განაცხადა ფიფიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ექიმების ინფორმაციით ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.