- Advertisement -

თინიკაშვილი: ოკუპირებული ახალგორის გამშვებ პუნქტთან კონტროლი გამკაცრებულია

ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშილის განცხადებით, ოკუპირებულ ახალგორში, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ყველა მანქანა მოწმდება. 

„როგორც გვაქვს ინფორმაცია, გამკაცრებულია ნამდვილად კონტროლი, ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც არის საკონტროლო გამშვები პუნქტები. მოწმდება ყველა მანქანა. რაც შეეხება ჭორებს და მითქმა-მოთქმას გამგებელთან ან რომელიმე კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, იმიტომ რომ ამას სჭირდება გამოძიება და ვიმედოვნებ, რომ გაურკვეველი არაფერი არ დარჩება და უმოკლეს დროში გვეცოდინება თუ რა მოხდა და როგორ მოხდა ტატუნაშვილის გარდაცვალება და ის მიზეზი, თუ რითვის დააკავეს ის სამი პიროვნება“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშილმა "იმედთან“.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელისუფლება დაერწმუნებინათ, რომ გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.

სუს-ის ცნობით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Comments
Loading...