- Advertisement -

თოლიების უჩვეულო სიმრავლე ფოთის სანაპიროზე (ფოტორეპორტაჟი)

ფოთის სანაპიროზე რამდენიმე დღეა თოლიების უჩვეულო სიმრავლე შეიმჩნევა. ზღვა თითქმის დაფარულია თეთრი ფრინველებით. ადგილობრივები ამ მოლენას ამინდის მოსალოდნელ გაუარესებას უკავშირებენ და დიდთოლობაზე საუბრობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, არჩილ გუჩმანიძე აცხადებს, რომ სანაპიროზე თოლიების სიმრავლე ამ პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა ამბობს რომ მათი რაოდენობა წელს საგრძნობლად მომატებულია, მსგავსი შემთხვევა კი სამი წლის წინ ბათუმში დაფიქსირდა:
„აღნიშნული ფაქტი, არანაირად უკაშირდება ამინდის მოსალოდნელ ცლილებას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც თებერვალი, მარტი, აპრილის თვეებში პერიოდულად მიმდინარეობს. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიმჩნევა თოლიების, რაც რიონის კანიონში ქაფშიის პირველი ასაკობრივი კატეგორიის დიდი ოდენობით თავმოყრას უკავშირდება და მტაცებელი ფრინველისთვის ადვილი მოსაპოვებელია. განსაკუთრებით კი ღამის საათებშია მათთის ნადირობა მოსახერხებელი, რადგან თევზი ამ დროს წყლის ზედაპირზე ამოდის. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ სამი თვის განმალობაში მაღალია თევზის ბუნებრივი სიკდილიანობა.“

ძველ რუსულ გამოთქმას „Если чайка села на воду! Жди моряк плохую погоду!“ არ ეთანხმებიან გამოცდილი მეზღვაურებიც. მათი განმარტებით, თოლიები გუნდურად იმ ადგილას გროვდებიან, სადაც საკვები ეგულებათ. მეზღვაურები ასევე ამბობენ, რომ წელს ქაფშია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიპოვება ზღვაში,მაგრამ იმასაც დასძენენ, რომ სხვა წლებთან შედარებით თევზი პატარა ზომისაა და საექსპორტოდ უვარგისი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა დ ყულევის სანაპირო ზოლზე ამინდი 5 თებერვლიდან ფუჭდება. გაძლიერდება სამხრეთ-დასავვლეთის ქარი, 8-13 მ/წმ სიჩქარით იქროლებს. ზღვის ღელვა 4-5 ბალამდე მოიმატებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 12 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება თოვლს, სინოპტიკოსები ამ ატმოსფერულ ნალექს ფოთში ჯერ-ჯერობით არ ელოდებიან.

Comments
Loading...