- Advertisement -

თორნიკე გვაზავა: ქარზე და ამინდზეა დამოკიდებული რამდენად დროულად მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. 

"ხანძრი ლოკალიზებულია, მაგრამ მეხანძრე-მაშველები და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან ადგილზე, იწვის ტორფი და უნდა მოახდინონ ხანძრის სრული ლიკვიდაცია. ქარზე და ამინდზეა დამოკიდებული რამდენად დროულად მოხდება ლიკვიდაცია. იწვოდა ბუჩქნარი და გამხმარი ხეები, გაკეთებულია თხრილები რაც გავრცელების საშიშროებას გამორიცხავს. რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ადგილზე ტექნიკის მიყვანა, ხანძრის ლოკალიზება ცოცხალი ძალით მოხდა. შესაბამისი უწყებები დაადგენენ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ერთი შეხედვით შესაძლოა ადგილი გვქონდეს დაუდევრობასთან."

Comments
Loading...