- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ზაალ მიქელაძე წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი უმრავლესობა აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრაველსობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის შემდეგ კანდიდატებს: 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ქალბატონი ინგა შამილიშვილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე – ბატონი ზაალ მიქელაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე — ბატონი ჯაბა ფუტკარაძე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ბატონი ტიტე აროშიძე". 

Comments
Loading...