თორნიკე რიჟვაძემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ტიტე აროშიძე წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 17 ივლისი, 2018 356 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი უმრავლესობა აჭარის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე ინფორმაციას ავრცელებს. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრაველსობამ მხარი დაუჭირა მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მინისტრობის შემდეგ კანდიდატებს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე – ქალბატონი ინგა შამილიშვილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე – ბატონი ზაალ მიქელაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე — ბატონი ჯაბა ფუტკარაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე – ბატონი ტიტე აროშიძე".