- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძემ ხიხაძირის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თორნიკე რიჟვაძემ ხიხაძირის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად გაეცნო.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან, საგზაო დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს მიმართულებით გზისა და საყრდენი კედლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ მიმართულებით 3 კილომეტრამდე ორფენიანი ბეტონის საფარი, ათზე მეტი საყრდენი კედელი მოეწყო, აშენდა ახალი ხიდი. პროექტის ფარგლებში 12,5-კილომეტრამდე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაა გათვალისწინებული. სამუშაოების ღირებულება 1 416 859 ლარს შეადგენს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის სამუშაოები მაღალმთიან აჭარაში მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სოფლის მოსახლეობას გამართული ინფრასტრუქტურა ექნება.

Comments
Loading...