- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია

„უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო ამ პროცესში. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ასევე ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა“ – აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სასტუმრო „ველმონდის“ დახურვასთან დაკავშირებით.

მისივე განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იყო აქტიურად ჩართული და ძალიან ეფექტურად, მოკლე ვადებში მოხდა ჩვენი ვიზიტორების გადაყვანა სხვადასხვა სასტუმროში.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასტუმრო „ველმონდი"(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება. როგორც აჭარის მთავრობასა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმრო ფუნქციონირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დააკმაყოფილებისთანავე დაიწყებს.

Comments
Loading...