- Advertisement -

თუშეთისკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ 20 მაისისთვის გაიხსნება

თუშეთისკენ მიმავალი გზა სავარაუდოდ 20 მაისისთვის გაიხსნება – ამის შესახებ "აიპრესთან" საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ განაცხადა.

ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ხუთი დღის წინ დაიწყო და ამ დროისთვისაც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"მე და ქალაქის მერი რამდენიმე ვიყავით ადგილზე და პირადად გავეცანით სიტუაციას. სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, უკვე დაახლოებით ხუთი დღეა ადგილზე მუშაობს ტექნიკა და იწმინდება გზა. ამ დროისთვის აბანოს უღელტეხილამდე გზა სრულად არის გაწმენდილი,ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდი სამუშაოები, რასაც, ვფიქრობთ, 20 მაისისთვის დავასრულებთ და ტურისტული სეზონიც გაიხსნება, თუმცა შესაძლოა იყოს გაუთვალისწინებელი ფაქტორებიც, მათ შორის მეწყერულ ტერიტორიებზე", – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს შ.პ.ს "გერალი" ასრულებს.

Comments
Loading...