- Advertisement -

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აქტიურად მიმდინარეობს თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის თოვლის საფარისაგან ფშაველი-აბანო-ომალოს გზის დაახლოებით 40 კილომეტრია გაწმენდილი.

"ყოველდღიურად წინ მიიწევს ტექნიკა. როგორც კომპანია ,,გერალის,, წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, რამდენიმე დღეში, დაახლოებით 17 აპრილისთვის ტექნიკა უკვე უღელტეხილზე იქნება. უღელტეხილიდან რომ ჩავდივართ იწყება ე.წ. “ციმბირის,, ტერიტორია, ამ ადგილს მზე გვიან ადგება და თოვლიც გვიან დნება. ვფიქრობთ, ტექნიკის შემოყვანას მეორე მიმართულებიდანაც, რათა უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს გზის გაწმენდა და სეზონის გახსნა.“ – განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

Comments
Loading...