- Advertisement -

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე ტურისტები ნავით გადაადგილდებიან

თუშეთში ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის საავტომობილო გზის გახსნა ვერ მოესწრო. 

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოწოლილი მეწყერის გაწმედითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზის გახსნამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ხელოვნური ტბის გადალახვას მოტორიანი ნავით ახერხებენ.

"შ.პ.ს. "გერალი", რომელიც თუშეთის გზის გაწმედით სამუშაოებს ახორციელებს, უანგაროდ გვაძლევს საშუალებას, რომ ის ნავი გამოვიყონოთ, რომელსაც თავად მუშების გადასაყვანად იყენებს.და ეს ჩვენც და ტურისტებსაც ძალიან გვეხმარება " – განუცხდეს "აიპრესს" ადგილობრივებმა. 

"გერალის" ხელმძაღავანელის, ტარიელ წიკლაურის განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დატბორილი ტერიტორიის ორივე მხრიდან მიმდინარეობს და თუშეთისკენ მიმავალი გზა ივნისის პირველ ნახევარში გაიხსნება.

Comments
Loading...