- Advertisement -

თუშეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუშეთში. სოფელ ომალოსთან ,,მერსედესის,, მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით , ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა, რა დროსაც სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა მგზავრი, რომელიც ამ წუთებში თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

Comments
Loading...